logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი: მოქალაქეებმა უნდა გამოიყენონ ის შესაძლებლობები, რომელიც ტურიზმის თვალსაზრისით ქვეყნის შიგნით არსებობს
- +

8 ივლისი. 2020. 20:29

 

 

„Covid-19-მა შეცვალა ჩვენი ყოველდღიურობა, ჩვენი ყოფის წესი, არა მხოლოდ საქართველოში არამედ მის ფარგლებს გარეთაც. პირველი ამოცანა იყო ვირუსის შეკავება, ახლა ჩვენი შემდგომი ამოცანაა, რაც შეიძლება სწრაფად დავუბრუნდეთ ნორმალურ ეკონომიკურ აქტივობებს და ცხოვრებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

 

 მისივე თქმით, საერთაშორისო ტურიზმის მხრივ ქვეყანას ვერ ექნება ისეთი აქტივობა ვიზიტორების თვალსაზრისით, როგორც ადრე და მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ხელი შევუწყოთ შიდა ტურიზმს.

 

 საქართველოს სახელმწიფოს ბუნებრივი მდგომარეობა არის ის, რომ სახელმწიფო არის გახსნილი, საინტერესო ევროპელი პარტნიორებისთვის და ევროპელი მოქალაქეებისთვის. ვიწყებთ, რომ ნელ-ნელა, ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ დავუბრუნდეთ ჩვეული ცხოვრების რიტმს, თუმცა ნორმალური ყოფა და ჩვეული ცხოვრება ეს არ იქნება ისეთივე, როგორიც აქამდე გვქონდა, მსოფლიო ექსპერტები საუბრობენ რომ „ახალი ნორმალური პირობების“ შეგუება მოგვიწევს. ჩვენთვის ესაა პირველი ნაბიჯი იმისკენ რომ დავუბრუნდეთ ნორმალური ცხოვრების რიტმს და ეკონომიკურ აქტივობებს. საერთაშორისო ტურიზმის მხრივ ჩვენ ვერ გვექნება ისეთი აქტივობა ვიზიტორების თვალსაზრისით, რომელიც აქამდე გვქონდა, ეს ერთმნიშვნელოვანი და ცალსახაა, თუმცა არ მგონია, რომ საქართველოს შემთხვევაში, როგორც სხვა დანარჩენ შემთხვევაში ჩვენ პირდაპირ შეგვეძლოს სხვა ქვეყნების მაგალითების გადმოტანა. ჩვენ გვჭირდება ადაპტირება ტურიზმის გახსნის თვალსაზრისით სხვა ქვეყნების პრაქტიკისა და ჩვენი მიგნებების გათვალისწინებით და ასევე არის ციფრებიც. ციფრები ალბათ ნამდვილად იქნება შორს იმ ციფრებისგან, რომელიც თავის დროზე არსებობდა, თუმცა ჩვენ მთლიანად სახელმწიფო, თითოეული მოქალაქე მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ხელი შევუწყოთ ადგილობრივ ტურიზმის. საქართველოს ბევრი მოქალაქე დადიოდა საქართველოს საზღვრებს გარეთ, არა მარტო ევროპაში, მათ უნდა გამოიყენონ ის ბრწყინვალე შესაძლებლობები, რომელიც ტურიზმის თვალსაზრისით ქვეყნის შიგნით არსებობს. აქ არ არის საუბარი კომპენსირებასა და გათანაბრებაზე იმ შემოსავლებთან, რაც ადრე არსებობდა, აქ საუბარია იმაზე რომ ჩვენ გადავდგათ პირველი ნაბიჯები იმისთვის, რომ დავუბრუნდეთ ნორმალურ რიტმს,“ - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner