„ზოგჯერ საერთო საჭიროება უფრო მაღლა უნდა დავაყენოთ, ვიდრე ჩვენი - პერსონალური,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ - ის ეთერში. მისი თქმით, შექმნილმა ვითარებამ მნიშვნელოვნად შეცვალა თითოეული ადამიანის ცხოვრება და გეგმები.
„მესმის, ადამიანებს ძალიან უჭირთ, შეცვალონ თავისი გეგმები, თუმცა თითოეულ ჩვენანს მეც, თქვენც, ჩვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს, წელს მოგვიწია გეგმების შეცვლა გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს საერთო საჭიროება,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრმა ასევე ვრცელად ისაუბრა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, ევროპის ხუთი სახელმწიფოსთვის - საფრანგეთი, გერმანია, ესტონეთი, ლიეტუვა და ლატვია - საზღვრების უპირობოდ გახსნის თაობაზე.