logo_geo
eng_logo
ქეთევან ციხელაშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა ეუთო-ს გენერალურ მდივანს, ტომას გრემინგერს
- +

8 ივლისი. 2020. 21:16

 

 

 

2020 წლის 8 ივლისს, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა (ეუთო) და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ქეთევან ციხელაშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა ეუთო-ს გენერალურ მდივანს, ტომას გრემინგერს.

 

 

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ეუთო-ს შორის არსებული თანამშრომლობის აქტუალურ მიმართულებებზე. ქეთევან ციხელაშვილმა ხაზი გაუსვა ეუთო-ს ჩართულობის მნიშვნელობას რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პროცესში, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანა-თავმჯდომარეობისა და ნდობის აღდგენის პროექტების განხორცილების მეშვეობით.

 

 მუდმივმა წარმომადგენელმა ტომას გრემინგერს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, რაც გლობალური პანდემიის ფონზე კიდევ უფრო კრიტიკული გახდა. ამ კონტექსტში მხარეებმა აღნიშნეს ჰუმანიტარულ გამოწვევებთან გამკლავების აუცილებლობა. მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner