ოლიმპიური მედალოსანი რამაზ ნოზაძე „სხვა ნანუკას“ შოუში ბოლო დროს, კრიმინალურ საქმეებში სპორტსმენების გახშირებული მონაწილეობის შესახებ კომენტარს აკეთებს.
ნოზაძის თქმით, მედია ხშირად ხაზს უსვამს, რომ ესა თუ ის დანაშაული სპორტსმენმა ჩაიდინა, რაც გამოძიების მიერ, საბოლოოდ ჯერ კიდევ დამტკიცებული არ არის. რამაზ ნოზაძე მიიჩნევს, რომ სპორტსმენების და სპორტის ძალადობასთან დაკავშირება დაუშვებელია.
„სპორტს ვაკავშირებთ ძალადობასთან და ეგრე არ არის. ვიღაცა რომ დანაშაულს ჩაიდენს და სპორტსმენია- ვიყვიროთ, არ გამოვა.
შაქარაშვილის საქმეში უსაფრთხოება რომ ყოფილიყო გაძლიერებული, შესაძლებელია არაფერი მომხდარიყო. უსაფრთხოების ნორმებს უნდა მივაქციოთ ყურადღება, ასეთ ღონისძიებებზე ვინმე უნდა იყოს.“- განაცხადა ნოზაძემ.