logo_geo
eng_logo
ავთანდილ ბილანიშვილი დაკითხვის დასრულების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს
- +

9 ივლისი. 2020. 00:01

 

 

ავთანდილ ბილანიშილი, ე. წ. კაწრო, რომელიც ამ დრომდე გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პოლიციაში გამოკითხვაზეა, ამბობს, რომ დაკავებულ მორაგბეებთან მეგობრული ურთიერთობა არ აქვს.

 

მან ტვ პირველთან სატელეფონო საუბარში თქვა, რომ შაქარაშვილის გარდაცვალება მედიისგან გაიგო. ის უარყოფს, რომ კადრებში თვითონ ფიგურირებს და აცხადებს, რომ დაკავებულებთან შეხება არ აქვს, თუმცა არ გამორიცხავს რომელიმეს “გამარჯობით იცნობდეს”.

 

 ახლო ურთიერთობა არ მაქვს,  ნიკა ჟვანიაზე მითხრეს, როცა ვიკითხე რომ შეიძლება იცნობდე, შეხვედრილი ხარო, ისე რომ მეგობრობა ან ახლო ურთიერთობა მქონდეს – არც ერთთან. უბანია და გამარჯობით შეიძლება ვიღაცას ვიცნობდე”, – აცხადებს ბილანიშვილი და დასძენს, რომ მისი მეგობარი არც ერთი არაა.

 

 

შსს-ში ამბობენ, რომ მათ ბილანიშვილი გამოკითხვაზე მედიაში გავრცელებული ცნობების საფუძველზე დაიბარეს და გამოკითხვაზე დაბარება არ ნიშნავს, რომ შსს-მ კადრებიდან მისი იდენტიფიცირება მოახდინა, რის თაობაზეც მათ მოუწოდა ნიკა გვარამიამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner