logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: ოპოზიციას უნდოდა ბრძოლა საარჩევნო ყუთიდან, კიდევ ერთხელ, ქუჩაში გადაეტანა
- +

9 ივლისი. 2020. 02:10

 

 

პროცესმა კარგად გამოაჩინა ოპოზიციის სახე, როდესაც იმის წინააღმდეგ წავიდნენ, რასაც ითხოვდნენ, იმ იმედით, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდებოდა და ამით პოლარიზება კიდევ უფრო გაიზრდებოდა - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა გადაცემა „ღია ეთერში“ ისაუბრა.

 

არანაირი იმედი მაქვს, რომ პოლარიზება შემცირდება. რამდენიმე მათგანმა პირდაპირ თქვა, რომ მათი მოლოდინი და სურვილი იყო ამ შეთანხმების ჩავარდნა. აქ ნათლად ჩანდა, რომ მათ უნდოდათ კიდევ უფრო მეტი პოლარიზება და არა საარჩევნო ყუთთან ბრძოლა, არამედ ბრძოლის კიდევ ერთხელ ქუჩაში გადატანა. პოლარიზების შემცირების იმედი არ მაქვს, რადგან ეს არის, პირველ რიგში, „ნაციონალური მოძრაობის“ ბუნება, პირველ თავდასხმა მაშინდელ ხელისუფლებაზე ბოლნისში ქვებით, იმის მერე სულ ასე მოდიან. ეს არის მათი ხელწერა, ციხეშიც, ქუჩაში სროლებიც, დახვრეტებიც, მიტინგების დარბევებიც, ადამიანების მოტაცებებიც. ეს პოლარიზება იმდენად არის გადასული საზოგადოებაშიც, მედიაშიც. მათი კონტროლირებადი მედიებიდან ფეიკ ნიუსების, დაპირისპირების, ზიზღის ზიზღის ფრქვევა და მეტი არაფერი. ჯერ ის რომ თითქოს ვმალავთ კოვიდით ინფიცირებულებს და გარდაცვლილების რაოდენობას, შემდეგ შეატრიალეს და თითქოს 10 ათას ლარს ვუხდით ადამიანებს იმისთვის, რომ ადამიანი, რომელიც ავარიით გარდაიცვალა ან გულის სეტევიტ გარდაიცვალა, ჩავწეროთ რომ კოვიდით გარდაცვლილი იყო. აბსურდია, მაგრამ როცა ასეთ აბსურდზე მიდიან, ლაპარაკი იმაზე, როგორ შევამციროთ დაპირისპირება, როგორ შევამციროთ პოლარიზება ძალიან ძნელია“, - განაცხადა სუბარმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner