logo_geo
eng_logo
აბიტურიენტებს, რომელთაც ცხელების გამო ეროვნულ გამოცდებზე არ დაუშვებენ, გამოცდაში მონაწილეობის გაგრძელების უფლება მიეცემათ
- +

9 ივლისი. 2020. 02:58

 

 

 

აბიტურიენტებს, რომელთაც ცხელების გამო ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არ დაუშვებენ, მოგვიანებით კი, პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდით ტესტირების შედეგად ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდებათ, გამოცდაში მონაწილეობის უფლება მიეცემათ - ამას „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში შეტანილი ცვლილებები ითვალისწინებს.

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, აბიტურიენტები შესაბამის გამოცდაზე დაიშვებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოცდა ტარდება რამდენიმე დღეს/რამდენიმე სესიად და ამ პირთა დაშვება ტექნიკურად შესაძლებელია.

 

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მიზნებისათვის, ცენტრი უზრუნველყოფს იმ აბიტურიენტების მონაწილეობას შესაბამის გამოცდაზე, რომლებიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01-227/ბრძანებით დამტკიცებული რეკომენდაციების („ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდებისთვის“) შესაბამისად არ დაიშვნენ გამოცდაზე და რომელთაც პჯრ (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია) მეთოდით ტესტირების შედეგად არ დაუდასტურდათ ახალი კორონავირუსი“, - აღნიშნულია მიხეილ ჩხენკელის ბრძანებაში.

 

დოკუმენტი დღეს, 8 ივლისს „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა და მაშინვე ამოქმედდა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner