logo_geo
eng_logo
ისრაელის პროკურატურა კეზერაშვილის ბიზნესპარტნიორის და ნათესავის წინააღმდეგ ბრალდების წაყენებას აანონსებს
- +

9 ივლისი. 2020. 15:08

 

 

ისრაელის პროკურატურა დავით კეზერაშვილის ბიზნესპარტნიორის და ახლობლის წინააღმდეგ ბრალდების წაყენებას აანონსებს.

 

ყოფილ გენერალს და მის 3 პარტნიორს, კომპანიაში “დამცავი ფარი”,  საქართველოსთან თავდაცვის სფეროში განხორციელებული საქმიანობის შედეგად მიღებულ 11 მილიონზე მეტი ოდენობის შემოსავლებზე გადასახადებისთვის თავის არიდებას ედავებიან.

 

ისრაელის სახელმწიფო პროკურორის განცხადებით, ოთხმა ბიზნესპარტნიორმა – გაელ ჰირშიმ, ოდედ შახნაიმ, იანივ ადამმა და მიხაელ ბენიამინმა ისრაელში, საქართველოში, შვეიცარიასა და გერმანიაში კომპანიების და საბანკო ანგარიშების მთელი ქსელი შექმნა, რომელსაც ისინი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსგან თანხების მისაღებად იყენებდნენ, შემდეგ თანხებს იყოფდნენ, მაგრამ ისრაელის საგადასახადო უწყებას შემოსავლებს უმალავდნენ.

 

მიხაელ ბენიამინი საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის ახლო ნათესავია.

 

ბოლო პერიოდში ბენიმინის საქმიანობა ალბანეთში ბინარული ოპციების და კრიპტოვალუტის ქოლ-ცენტრის ხელმძღვანელობას მოიცავდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner