logo_geo
eng_logo
შსს ჟურნალისტ თამთა დოლენჯაშვილს, რომელმაც ცრუ შეტყობინება განახორციელა, მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს
- +

9 ივლისი. 2020. 20:21

შსს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს და ჟურნალისტ თამთა დოლენჯაშვილს ცრუ გამოძახების განხორციელებისთვის მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს.

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ზარი მოქალაქის მიერ, რომელმაც გააკეთა შეტყობინება ჩხუბთან დაკავშირებით.

შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციას ადგილზე დახვდა ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტი თამთა დოლენჯაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ მან გააკეთა ცრუ შეტყობინება. მისივე თქმით, შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ჩაატარა ექსპერიმენტი.

 

რომ არაფერი ვთქვათ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე და ელემენტარულ მედია სტანდარტზე, მაშინ როდესაც ცრუ შეტყობინებას აკეთებს ნებისმიერი მოქალაქე, მინიმუმ იმას უნდა იაზრებდეს, რომ შესაძლოა ამ დროს გადაუდებელი დახმარება სხვას რეალურად სჭირდებოდეს.“- აღნიშნულია განცხადებაში.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner