საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი დაცვის პოლიციას მისი დაარსების დღეს ულოცავს.
„დღეს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაარსებიდან 16 წელი გავიდა. შექმნის დღიდან დღემდე დაცვის პოლიციის დეპარტამენტი წარმატებით და სანიმუშოდ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს. მათ მთავარ ამოცანას წარმოადგენს უზრუნველყონ იურიდიული და ფიზიკური პირების როგორც ქონების, ასევე პირადი უსაფრთხოების დაცვა. აქვე აღსანიშავია მათი განსაკუთრებული როლი ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების დაცვაში.
დღევანდელ დღეს ვულოცავ დეპარტამენტში დასაქმებულ თითოეულ ადამიანს. ვუსურვბ მათ მხნეობას, ჯანრთელობას და წარმატებას პროფესიული საქმიანობის შესრულებისას.“