9 ივლისიდან საბერძნეთმა საქართველოს და კიდევ ევროკავშირის არაწევრ 13 ქვეყანას საზღვრები გაუხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას Schengenvisa.info ავრცელებს.
საქართველოს გარდა სიაშია ალჟირი, ავსტრალია, კანადა, იაპონია, მონტენეგრო, მაროკო, ახალი ზელანდია, რუანდა, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ტუნისი, ურუგვაი და ჩინეთი, იმ პირობით, თუ ეს უკანასკნელიც გაუხსნის საზღვარს საბერძნეთის მოქალაქეებს.
გამოცემა წერს, რომ საბერძნეთი პარალელურად, საზღვრებისთვის სკრინინგის უსაფრთხოების ზომებს ატარებს.
წესების თანახმად, მოგზაურებმა, რომლებიც საბერძნეთის ტერიტორიაზე შევლენ, 24 საათით ადრე უნდა შეავსონ სპეციალური ფორმა, სადაც მის შესახებ დეტალური ინფორმაცია იქნება წარმოდგენილი.