logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარმა 30 დევნილ ოჯახს ბინები გადასცა
- +

22 ივნისი. 2016. 12:25


 

დევნილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა 30 დევნილ ოჯახს საცხოვრებელ კომპლექს "დირსის" ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადასცა.


საცხოვრებელი ფართები დევნილ ოჯახებზე გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განაწილდა.


სოზარ სუბარის თქმით, უახლოეს მომავალში დამატებით 100 დევნილ ოჯახს ბინები თბილისის ზღვაზე მდებარე "ოლიმპიურ სოფელში" გადაეცემა.


თბილისში ახალაშენებულ კორპუსებში ბინა უკვე 561 დევნილ ოჯახს გადაეცა.


სამინისტრომ "დირსის" კორპუსებში 30 2-ოთახიანი ბინა 1 746 310 ლარად შეისყიდა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner