logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: კეზერაშვილმა ბიუჯეტიდან არაერთი მილიარდი ლარი გაფლანგა და დახარჯა
- +

10 ივლისი. 2020. 00:27

 

 

არათუ მხოლოდ დაკავშირებულია სააკაშვილი კეზერაშვილთან, არამედ ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ ყოფილი პრეზიდენტის ბიძა, თემურ ალასანია ჩართული იყო იარაღის უკანონოდ ვაჭრობაში. ეს კავშირი დადადასტურებულია არა ერთგზის და რა თქმა უნდა საჭიროებს დამატებით შესწავლას - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

 

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს პროკურატურამ კეზერაშვილის მიმართ დევნა არაერთ საქმესთან დაკავშირებით დაიწყო.

 

ჩემი მინისტრობისა და პრემიერ-მინისტრობის დროს და ის პასუხისგებაში მისცეს, ასევე ინტერპოლით მასზე ძებნა გამოცხადდა, მას შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები, მე ვერ მოგახსნებთ, რადგან 4 წელი არ ვიყავი საჯარო პოლიტიკაში ჩართული. რა თქმა უნდა, ყოვლად მიუღებელი და დაუშვებელია და ეს არის უდიდესი დანაშაული ჩვენი ქვეყნის და ხალხის, ჩვენი ჯარის წინააღმდეგ, ვინაიდან ამ ადამიანმა, რომელიც ერთ დროს იყო თავდაცვის მინისტრი, ჩვენი ბიუჯეტიდან არაერთი მილიარდი ლარი გაფლანგა და დახარჯა ჩვენი ბიუჯეტიდან“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner