logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა შევეხო ბოლო დროს ერთ-ერთ ექსტრადირებას, რომელიც ეხება ბატონ ჭაკუას
- +

10 ივლისი. 2020. 02:04

 

 

"მე ასევე მინდა შევეხო ბოლო დროს ერთ-ერთ ექსტრადირებას, რომელიც ეხება ბატონ ჭაკუას ექსტრადირებას საქართველოში. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ რა მეთოდებით და როგორ უსწორდებოდნენ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ჩვენს მოქალაქეებს. ვინც არ იცის შევახსენებ, რომ ბატონი ჭაკუა არის გასამართლებული ცნობილ ციხის კადრების დადგმასთან დაკავშირებით, იმ არარეალურ სკანდალურ ფაქტებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ კარგად, რომ ბატონი ჭაკუა იყო და არის იმ ბოროტების და დიდი დანაშაულებრივი სქემის შემოქმედის, ადეიშვილის თანამოაზრე და თანამზრახველი, რომელმაც დადგა ის გახმაურებული ციხის კადრები, საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად. საზოგადოებამ, რა თქმა უნდა, მოგვიანებით იხილა ის რეალური ამაზრზენი სისაძაგლე, რაც ხდებოდა ჩვენს საპატიმროებში, მაგრამ ის ფაქტი, რაც მათ ჩაიდინეს, არის აბსოლუტურად აღმაშფოთებელი.“- ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემაში „ღია ეთერი“ განაცხადა.

 

რა თქმა უნდა საჭიროება იყო და არის იმისა, რომ ყველა ასეთ მძიმე დანაშაულს გაეცეს სათანადო პასუხი. მე არ მინდოდა რა თქმა უნდა ჩემს პირად ისტორიაზე საუბარი, მაგრამ ვინაიდან თქვენ ახსენეთ, შევახსენებ საზოგადოებას, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით იყო საუბარი და მაშინ იყო შეთითხნილი, დადგმული ვერსია, თითქოს ჩემი ოჯახის წევრი იყო ჩართული აღნიშნულ ციხის კადრების საქმეში, რაც იყო იმდენად აბსურდული, რომ თავშივე გახდა დაუჯერებელი. თუმცა, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, საზოგადოებას ვეტყვი, რომ 2 თუ 3 საქმე არსებობდა უკვე ჩემზე გამზადებული, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი დაგეგმილი იყო იმისათვის, რომ საბოლოო კვალი გასულიყო ჩვენი პარტიის თავმჯდომარესთან, ბატონ ბიძინა ივანიშვილთან. მე მინდა საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ ყველა ეს დანაშაული და მძიმე კრიმინალი, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს იქნა ჩადენილი, საჭიროებდა და საჭიროებს დროულ გამოძიებას. შესაძლოა არსებობდეს ლეგიტიმური და ობიექტური კრიტიკა და საფუძველი იმისა, რომ ჩვენ მივიღოთ შენიშვნები, თუ რატომ არ იქნა დროულად იგივე ამ სუბიექტების ექსტრადირება თუ მათი გასამართლება. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ დღეს მაგალითად, მინდა ჩემ უწყებაზე ვისაუბრო, თქვენ ხართ ინფორმირებული ამასთან დაკავშირებით, რომ ჩემი უწყების მისამართით გაისმა არაერთი სუბიექტური, ცილისმწამებლური კრიტიკა, მაშინ როდესაც საპირწონედ გვაქვს აი ასეთი მძიმე დანაშაულებები. ამ დროს საზოგადოება ისმენს რა ტიპის შენიშვნებს თუ კრიტიკას, ცრუ ბრალდება, თითქოს სამხედროებისთვის არ იქნა შეძენილი ხარისხიანი ფეხსაცმელი თუ ფორმა და ა.შ. ეს რა თქმა უნდა არის მიზანმიმართული ცილისმწამებლური კამპანია, რომელიც მომდინარეობს ამ დანაშაულებრივი, მტრული ორგანიზაციის, ნაც. მოძრაობის მხრიდან და რა თქმა უნდა ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ მოწოდებული, რომ ჯეროვანი, სათანადო პასუხი გავცეთ მათ დაუსაბუთებელ კრიტიკას." - ირაკლი ღარიბაშვილი

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner