logo_geo
eng_logo
ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხის განხილვის თარიღი ცნობილია
- +

22 ივნისი. 2016. 12:34


 

საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხის განხილვა ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტში (LIBE) 27 ივნისისთვის ჩაინიშნა - ამის შესახებ ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. მასში ასევე საუბარია საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივის ანგარიშის პროექტზეც.  


დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი პირველივე მოსმენით იღებს გადაწყვეტილებას, ევროკომისიის წინადადებასთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს  საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის სივრცეში, მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმის  შემოღებას. 


ანგარიშის მიხედვით, საქართველომ განახორციელა მნიშვნელოვანი და რთული რეფორმები. ვიზალიბერალიზაცია კი ხელს შეუწყობს ღია, დაბალანსებულ და კონსტრუქციულ დიალოგს სხვადასხვა მიმდინარე რეფორმების კუთხით, დამატებითი ნაბიჯების და ძალისხმევის განსახორციელებლად; 


"საქართველოს შეუძლია, გახდეს მნიშვნელოვანი პარტნიორი ორგანიზებული დანაშაულის, მათ შორის, ტრეფიკინგის, ტერორიზმისა და კორუფციის, წინააღმდეგ ბრძოლაში. სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, საქართველო-ევროკავშირის დიალოგი 2012 წლის ივნისში დაიწყო. 2013 წლის თებერვალში, ევროკომისიამ საქართველოს მთავრობას სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა (VLAP) წარუდგინა. საქართველოს მთავრობის მიერ, VLAP-ის ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემდეგ, კომისიის ვალდებულება იყო ბიომეტრიული პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის, მოკლევადიანი, უვიზო მიმოსვლის შეთავაზება", - ნათქვამია დოკუმენტში.  


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner