logo_geo
eng_logo
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 6 635 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 174 ინფიცირებული
- +

10 ივლისი. 2020. 12:36

 

 

რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 174 ადამიანი გარდაიცვალა. შესაბამისი მონაცემები რუსეთის ხელისუფლების სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მათივე ინფორმაციით,  ბოლო 24 საათში გამოვლინდა ინფიცირების 6 635 ახალი შემთხვევა.

 

ოფიციალური სტატისტიკით, 10 ივლისის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსის 713 936 შემთხვევაა რეგისტრირებული. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 11 017-ს შეადგენს, გამოჯანმრთელდა 489 068 ინფიცირებული.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner