რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 174 ადამიანი გარდაიცვალა. შესაბამისი მონაცემები რუსეთის ხელისუფლების სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მათივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ინფიცირების 6 635 ახალი შემთხვევა.
ოფიციალური სტატისტიკით, 10 ივლისის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსის 713 936 შემთხვევაა რეგისტრირებული. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 11 017-ს შეადგენს, გამოჯანმრთელდა 489 068 ინფიცირებული.