logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არის სტაბილურობის და მშვიდობის გარანტი
- +

10 ივლისი. 2020. 14:57

 

 

 

 

„ჩვენ მოვისმინეთ აღმაშფოთებელი შეფასება, თითქოს ბატონი ივანიშვილი წარმოადგენს დესტაბილიზაციის წყაროს. ადამიანი, რომელიც დღეს ამას იტყვის, მას უბრალოდ წარმოდგენა არ აქვს რა ხდება დღეს საქართველოში. თუ გადავხედავთ ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდს, ბოლო 8 წელს, ის არის სტაბილურობის და მშვიდობის გარანტი ქვეყანაში, ვინაიდან მისმა მმართველობამ მოიტანა ქვეყანაში ერთადერთი, უნიკალური, იშვიათი რვაწლიანი  მშვიდობიანი მმართველობის ხანა“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ საერთაშორისო პარტნიორებსა და მათი მხრიდან ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებების შეფასებისას განაცხადა.

 

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ბევრი მათგანი შემჩნეულია ღიად ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ახლო კავშირში და აქედან გამომდინარე, ეს პირდაპირ მიანიშნებს მათ მიკერძოებულობაზე. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ზოგიერთი მათგანის მხრიდან ჩანს აბსოლუტური არაკომპეტენტურობა და ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეების აბსოლუტური არცოდნა. 

 

„მე აქვე მინდა ვაღიარო, რომ რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლების პასუხისმგებლობაც არის ის, რომ უფრო მეტ კომუნიკაციაში ვიყოთ ჩვენს პარტნიორებთან, მათ შორის ნებისმიერ კონგრესმენთან, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ურთიერთობა არა ცალკეულ კონგრესმენებთან, არამედ სახელმწიფოსთან, რომელიც არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, და არა 13 თუ 10 კონგრესმენთან. ბევრმა მათგანმა აღიარა კიდეც, რომ მათ უბრალოდ ინფორმაცია არ ჰქონდათ თუ რა ეწერა ამ შეფასებაში“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner