შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, იმ ადამიანებმა, ვინც თვლიან, რომ საპოლიციო კონტროლის დროს მათი უფლებები დაირღვა, ან სამართალდამცველების მხრიდან დაფიქსირდა რაიმე გადაცდომა, შესაბამის სამსახურებს უნდა მიმართონ.
როგორც მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საპოლიციო კონტროლი თვეში ერთხელ, ორი დღის განმავლობაში ტარდება.
„ეს არ არის რეიდები. ეს არის საპოლიციო კონტროლი, რასაც სამინისტრო პერიოდულად ახორციელებს. რაც შეეხება გადაცდომებს, დარღვევებს, ამისთვის არსებობს შესაბამისი სამსახურები, სადაც შეუძლიათ მიმართონ იმ ადამიანებმა, რომლებიც თვლიან, რომ დაირღვა მათი უფლებები, ან დააფიქსირეს პოლიციელთა მხრიდან რაიმე გადაცდომა. საპოლიციო კონტროლი ძალიან დიდი ხანია ხორციელდება, თვეში ერთხელ ორი დღის განმავლობაში", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.