იტალიის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანაში შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობა გახანგრძლივდეს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ განაცხადა, იტალიაში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, რომ COVID-19-ის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა გახანგრძლივდეს.
„ჯერ გადაწყვეტილებები არ მიგვიღია, თუმცა, დიდი ალბათობით, სწორედ ამ მიმართულებით წავალთ“, – განაცხადა კონტემ.
იტალიაში საგანგებო მდგომარეობა 31 ივლისამდეა გამოცხადებული.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დროს ადგილობრივ მთავრობებს ეძლევათ უფლებამოსილება, ჩაატარონ ვირუსის გავრცელების შეჩერებისთვის აუცილებელი პროცედურები, მათ შორის - აკრძალონ მიმოსვლა და დახურონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები.