logo_geo
eng_logo
თინა ხიდაშელი: ჩემი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი შავი ზღვის პლატფორმაში საქართველოს ჩართულობაა
- +

22 ივნისი. 2016. 13:32



მთავარი ამოცანაა, საქართველო ზუსტად იმავე სეგმენტით იყოს წარმოდგენილი შავი ზღვის უსაფრთხოებაში, როგორც ბულგარეთი, რუმინეთი და თურქეთი", - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა.


როგორც ხიდაშელი აღნიშნავს, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა.


ამაზე სრული თანხმობაა და არ არსებობს პრაქტიკულად არც ერთი ქვეყანა, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს ამას", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.


მისივე თქმით, ნატოს სამიტი ორკომპონენტია - პოლიტიკური და თავდასცვისუნარიანობის პასუხები.


როგორც თავდაცვის მინისტრის, ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი სწორედ შავი ზღვის პლატფორმაში საქართველოს ჩართულობა და წევრის ტოლფასი მონაწილეობაა. ეს არის ძალიან რეალისტური ამოცანა. ამაზე კონკრეტული გეგმა მას შემდეგ დამტკიცდება, რაც ვარშავაში პოლიტიკური გადაწყვეტეილება იქნება მიღებული. იქნება რეგულარული ვიზიტები საქართველოში, ზუსტად ისე, როგორც ეს მოხდება მაგალითად ბულგარეთის პორტებში, თურქეთის პორტებში და ა.შ. საქართველოს პორტები უნდა გახდეს მარშრუტის ნაწილი ზუსტად ისევე, როგორც ნატო-წევრი ქვეყნების პორტები. აქედან დაწყებული, გაგრძელებული ინფორმაციის სრული გაცვლით, რაც ჩვენ საშუალებას მოგვცემს, რომ საჰაერო სივრცე მთლიანად გაკონტროლებული გვქონდეს, გვქონდეს სრული ინფორმაცია, რა მოძრაობებია მეგობარი ან არამეგობარი ხომალდების მხრიდან, ეს სია კი, საკმაოდ გრძელია", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner