logo_geo
eng_logo
პროკურატურამ მამის და პაპის განზრახ მკვლელობის ფაქტზე გ.ო.-ს ბრალდება წარუდგინა
- +

10 ივლისი. 2020. 22:14

 

 

 

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურამ, მამის და პაპის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, გ.ო.-ს ბრალდება წარუდგინა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ

 

დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევმა გ.ო-მ 2020 წლის 07 ივლისს, ღამის საათებში, მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში, წარსულში არსებული წყენის გამო, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით მამას - ა.ო.ს და პაპას - გ.ო.-ს, დანით, მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

მიღებული დაზიანებების შედეგად ა.ო და გ.ო. ადგილზე გარდაიცვალნენ.

 

სამართალდამცველებმა გ.ო. 2020 წლის 09 ივლისს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის, ორი პირის მიმართ, არაერთგზის) წარუდგინა. 

 

ბრალდების მხარემ უკვე მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს გ.ო.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით.

 

სისხლის სამართლის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება გამოძიება. გ.ო.-სთვის წარდგენილი ბრალდება თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner