logo_geo
eng_logo
ვინ არის 96 წლის ექსპერტი, რომელმაც შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე იმუშავა
- +

11 ივლისი. 2020. 01:27

 

 

პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გამოაქვეყნა. საქმეზე ოთხი ექსპერტი მუშაობდა, მათ შორის, 96 წლის რევაზ კაპანაძეა.

 

მას ამ სპეციალობით, 60-წლიანი სტაჟი აქვს. როგორც ოფიციალურ დოკუმენტში ვკითხულობთ, ის სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ჰისტოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტია.

 

მისი ბიოგრაფია ასე გამოიყურება:

 

კაპანაძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1948 წელს დაამთავრა.

 

1948–1951წწ. იყო თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს ექიმი–პათოლოგანატომი; 1952–1953წწ. თბილისის პირველი კლინიკური ტუბ. საავადმყოფოს პათოლოგანატომიური განყოფილების გამგე;

 

1953–1957წწ. მ. წინამძღვრიშვილის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ინსტიტუტის პათოლოგანატომიური განყოფილების უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი;

 

 1957–1960წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი;

 

1960–1968წწ. განყოფილების გამგე.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner