,,ერთი წამით ჩამოვაშოროთ პოლიტიკა ყველაფერ ამას და მივხვდებით, რომ სპორტული თვალსაზრისით მხოლოდ და მხოლოდ მოსალოცი ამბავია და მეტი არაფერი,” – ამის შესახებ კალათბურთელის, თორნიკე შენგელიას მამამ კახამ „მთავართან” საუბრისას განაცხადა.
„ძნელია სამწუხაროდ ჩამოშორება, იმიტომ რომ იმდენად პოლიტიზირებულ სამყაროში გვიწევს ცხოვრება, რომ დღესდღეობით ჩამოშორება ძნელია. ყველაფერი პოლიტიკაა, რა თქმა უნდა.
პრეზიდენტის განცხადებაზე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. სამწუხაროა, თუ ასე ფიქრობს და რავიცი, ალბათ კომპენსირებას გავაკეთებთ იმით, რომ მოვიგებთ ევროლიგას და ქართულ დროშას ავაფრიალებთ მოსკოვში. ეს არის ჩემი კომენტარი,” – აცხადებს კახა შენგელია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია ესპანეთის “ბასკონიადან” ევროლიგის მოქმედი ჩემპიონის, მოსკოვის ცსკა-ს შემადგენლობაში გადავიდა.