logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ პატარქალიშვილის მიმართვა
- +

22 ივნისი. 2016. 14:10



„არგენტინის სახლი საქართველოში" თავმჯდომარემ ნიკოლოზ პატარქალიშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს, ილია-II-ს,პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს, პრემიერ- მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს და საერთაშორისო საქველმოქმედო „ქართუ" ფონდის დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს, საქართველოში  დაგეგმილი  მიხეილ მესხისა და სლავა მეტრეველის ხსოვნისადმნი მიძღვნილი ტურნირის „პელეს თასის" ჩატარებასთან დაკავშირებით მიმართა.


„საჯაროდ გაცხადებულია, რომ საქართველოსა და „მერკოსურის"  ( (არგენტინა, ბრაზილია, ურუგვაი..) ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული, სპორტული და ტურისტული ურთიერთთანამშრომლობის განვითარების მიზნით, ა.წ ივლისში, საქართველოში  დაგეგმილია  მიხეილ მესხისა და სლავა მეტრეველის ხსოვნისადმნი მიძღვნილი ტურნირი „პელეს თასზე",  რომელშიც ვიწვევთ არგენტინის, ბრაზილიისა და ურუგვაის 21 წლამდე  ნაკრებ გუნდებს, ამავე ქვეყნების ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლებს, საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგების განვითარების მიზნით, - ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს და სხვებს. საყურადღებოა, რომ  ტურნირის 8 მატჩის ტელერეპორტაჟი გადაიცემა სამხრეთ ამერიკისა და  სხვა   ქვეყნებში,  რომელიც დიდ პოპულარიზაციას მოუტანს საქართველოს როგორც  დამოუკიდებელ  ქვეყანას, ხელს შეუწყობს უცხოური ინვესტიციების მოზიდვას  და სხვა.

დადასტურებულია, რომ ტურნირზე ჩამოვა ფეხბურთის მეფედ წოდებული,  ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ, - პელე!

აღსანიშნავია, რომ ტურნირის დღეებში ქ.გაგრიდან ვიწვევთ ლეგენდარულ ფეხბურთელს, ბ-ნ გიორგი სიჭინავას ხოლო ტურნირის საზეიმო გახსნა-დახურვის ღონისძიებებში მოვიწვევთ ქ. სოხუმიდან (ჩვენი მეგობრის) ბ-ნ კანდიტ თარბას მიერ დაფუძნებულ ანსამბლს „კავკასია"-სა  და ჩრდილო ოსეთის ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლს, რომლის განხორციელების შემთხვევაში  შეიძლება  ერთი  წინგადადგმული  ნაბიჯი  იყოს აფხაზ და ოს  ძმებთან  შერიგებისა და  სამოქალაქო თანასწორობის საქმეში. ამასთან  დაკავშირებით, „არგენტინის სახლმა საქართველოში"  . 13 ივნისს წერილობით მიმართა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს, - პაატა ზაქარეიშვილს და ა.წ 14 ივნისს,  საქართველოს პრემიერ მინისტრს, ბ-ნ გიორგი კვირიკაშვილს.

 

 საქართველოს პრემიერ მინისტრს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილსა და  ექსპრემიერ მინისტრ, საერთაშორისო საქველმოქმედო „ქართუ" ფონდის" დამფუძნებელს, ბ-ნ ბიძინა ივანიშვილს, -  „არგენტინის სახლმა საქართველოში" თხოვნით მიმართა  ზემოაღნიშნული ღონისძიებების  მათი პატრონაჟით განხოცრიელების თაობაზე. (საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში „არგენტინის სახლი საქართველოში" წერილების   ნომრებია: (N703 11.01.2016;   N4855 11.02.2016;  N10 190, 28.03 2016; N16757, 15.05.2016;  N18 859, 30.05.2016) აგრეთვე, საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის გაწევის მიზნით „არგენტინის სახლმა საქართველოში" მიმართა  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბ-ნ დავით უსუფაშვილსა  და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ბ-ნ ლერი ხაბელოვს.  

აღნიშნული პროექტის შესახებ „არგენტინის სახლმა საქართველოში"  (წერილის N1-18)  ა.წ. 16 თებერვალს აცნობა  საქართველოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს,  ილია II-ს და სთხოვა ლოცვა კურთხევა.

სასურველია, რომ ტურნირისა და კულტურული ღონისძიებებიდან მიღებული თანხები  მოხმარდეს   - ქართული ფეხბურთის განვითარებას,   საქართველოსა და სამხრეთ ამერიკის  თავისუფალი ვაჭრობის „მერკოსურის" ( არგენტინა, ბრაზილია, ურუგვაი..) ქვეყნებს  შორის,  კულტურული და სპორტული  ურთიერთთანამშრომლობის განვითარებას,    2017 წელს    არგენტინაში   „საქართველოს  კვირეულის" გამართვასა და ამ დღეებში  პირველი ქართული  მართმადიდებლური ეკლესიის დაფუძნებას ქ. ბუენოს აირესში,  რომელიც დიდ წვლილს შეიტანს   არგენტინაში მაცხოვრებელი  ქართული მოსახლეობის გაცნობასა და დაახლოების საქმეში.  

ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელების მიხეილ მესხისა და სლავა მეტრეველის  ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირის ფარგლებში  ა.წ. ივლისში დაგეგმილი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელების მიზნით - საქართველოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს, ილია II-ს  ვთხოვთ  ლოცვა კურთხევას და    საქართველოს პრემიერ მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილსა და ექსპრემიერ მინისტრს, საერთაშორისო საქველმოქმედო „ქართუ" ფონდის დამფუძნებელს - ბ-ნ ბიძინა ივანიშვილს,  ვინაიდან დრო აღარ ითმენს,  ვთხოვთ მიიღონ სასწრაფო გადაწყვეტილება ღონისძიებების მათი პატრონაჟით განხორციელების თაობაზე",- ნათქვამია მიმართვაში.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner