logo_geo
eng_logo
მაია ნიკოლეიშვილი კიწმარიშვილის საქმეზე: ჩემთვის მეორე პირის იქ არყოფნით, დამთავრდა ეს ყველაფერი
- +

22 ივნისი. 2016. 14:40



დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი, რომელიც ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიებაში, ოჯახის თხოვნით იყო ჩართული, აცხადებს, რომ მომხდარის ადგილზე მეორე პირის ყოფნა მან ექსპერიმენტის შემდეგ, ერთი წლის წინ გამორიცხა. პროკურატურის განცხადება საქმესთან დაკავშირებით, როგორც ექსპერტმა News.ge-ს განუცხადა, მისთვის სიახლეს ამ კუთხით არ შეიცავდა.

 

ის, რომ იქ მეორე პირის ყოფნა გამოირიცხა, ეს დაახლოებით ერთი წლის წინ ვთქვი. ეს ჩემთვის სიახლე არ არის. ექსპერიმენტი რომ გავაკეთეთ, იქვე ვთქვი და არც დამიმალავს არავისთვის. ეს ექსპერიმენტი ჩემი ინიციატივით იყო, პირადად ჩემი გეგმა იყო ეს ექსპერიმენტი, რომელმაც გადამწყვეტად და ცალსახად აჩვენა, რომ იქ მეორე პირი ვერ იქნებოდა, გარედანაც ხელის შეყოფა, გამორიცხული იყო, იმიტომ, რომ სისხლის კვალი იყო ისე სპეციფიკურად განლაგებული, რომ ნებისმიერი ხელის შეყოფა ან შიგნით დაჯდომა - მაშინ იქს კვალი არ დარჩებოდა. ეს იყო მარტივი და გენიალური გადაწყვეტა - იქ მეორე პირი იყო თუ არა.

 

ჩემთვის მეორე პირის არყოფნით, დამთავრდა ეს ყველაფერი. მაგრამ თუ იქნებოდა თვითმკვლელობამდე მიყვანა, ეს პროკურატურისაა და მე არ შევდივარ მათ ფუნქციებში. მკვლელობა-თვითმკვლელობას მე ვერ ვიტყვი, ეს პროკურატურის საქმეა. როგორც ექსპერტმა, შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ იქ მეორე პირი არ ყოფილა. კვალიფიკაციას მე ვერ მივცემ", - აცხადებს ნიკოლეიშვილი.


ცნობისთვის, განცხადება გამოძიების შეწყვეტის შესახებ, პროკურატურაში დღეს  გაკეთდა.

საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი, თანმიდევრული და ლოგიკური ანალიზი ცხადყოფს, რომ ეროსი კიწმარიშვილი მიზანმიმართულად თვითმკვლელობამდე არავის არ მიუყვანია და არავის არ მოუკლავს მან თავი მოიკლა, რადგან კონკრეტული გარემოებების არსებობის მხედველობაში მიღებით შეუძლებელია მკვლელობა იყოს ჩადენილი რომელიმე სხვა პირის მიერ. შესაბამისად მიღებულია გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ", - განაცხადეს პროკურატურაში.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner