logo_geo
eng_logo
COVID-19-ის პანდემიის გამო კალიფორნიის ციხეებიდან 8 000-მდე პატიმარს ვადაზე ადრე გაათავისუფლებენ
- +

11 ივლისი. 2020. 12:13

 

 

COVID-19-ის პანდემიის გამო კალიფორნიის შტატის ციხეებიდან 8 000-მდე პატიმარს ვადაზე ადრე გაათავისუფლებენ.

 

კალიფორნიის გუბერნატორის, გევინ ნიუსომის განცხადებით, შტატის მიზანია, აგვისტოს ბოლომდე ციხეებში პატიმრების რიცხვი 8000-ით შემცირდეს, რათა ციხეებში COVID-19-ის გავრცელების შესაჩერებლად აუცილებელი ზომების გატარება შესაძლებელი გახდეს.

 

პირველ ეტაპზე გაათავისუფლებენ პატიმრებს, რომლებსაც ციხეში 180-ზე ნაკლები დღე დარჩათ გასატარებელი, შემდეგ ეტაპზე განიხილება იმ პატიმრების საკითხი, რომლებიც კალიფორნიის რვა ყველაზე ხალხმრავალი ციხიდან ერთ-ერთში იმყოფებიან და ერთ წლამდე საპატიმრო ვადა აქვთ მოსახდელი.

 

კალიფორნიის შტატის გუბერნატორმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც შტატში COVID-19-ის შემთხვევების მაჩვენებელმა საგრძნობლად იმატა. კალიფორნიის შტატში COVID-19-ის 300 000-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner