logo_geo
eng_logo
ირანის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში დიდი შეკრებები, მათ შორის ქორწილები და პანაშვიდები აიკრძალა
- +

11 ივლისი. 2020. 16:50

 

 

ირანში დიდი შეკრებები, მათ შორის ქორწილები და პანაშვიდები აიკრძალა. „როიტერის“ ინფორმაციით, პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ ​ გადაწყვეტილება ქვეყანაში COVID-19-ის ახალი შემთხვევების მატების შემდეგ მიიღო.

 

ბოლო 24 საათში ირანში კორონავირუსით 188 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 12 625-ს აღწევს. განახლებული მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების საერთო მაჩვენებელი 255 117-ია.

 

„ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა ავკრძალოთ ცერემონიები და შეკრებები, იქნება ეს ქორწილები, პანაშვიდები თუ წვეულებები. ახლა ფესტივალებისა და სემინარების დრო არ არის“, – განაცხადა რუჰანიმ სატელევიზიო მიმართვისას.

 

ირანის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ყველაზე მარტივი გამოსავალი ყველაფრის დაკეტვა იქნებოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ხალხი ქუჩებში შიმშილისა და უმუშევრობის გასაპროტესტებლად გამოვიდოდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner