logo_geo
eng_logo
ბოსნია და ჰერცეგოვინაში სრებრენიცას ტრაგედიის 25-ე წლისთავს აღნიშნავენ
- +

11 ივლისი. 2020. 18:41

 

 

ბოსნია და ჰერცეგოვინაში სრებრენიცას ტრაგედიის 25-ე წლისთავს აღნიშნავენ. ცერემონიაზე ტრაგედიის დროს დაღუპულ, ბოლო დროს იდენტიფიცირებულ ცხრა ადამიანს დაკრძალავენ.

 

ტრაგედიის 6 643 მსხვერპლი ქალაქ სრებრენიცასთან ახლოს მდებარე სასაფლაოზეა დაკრძალული, ხოლო 1000-მდე დაღუპული ადამიანის ცხედარი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება.

 

„როიტერის“ ინფორმაციით, ცერემონიაზე დაღუპულთა ნათესავების დიდი ნაწილი კორონავირუსის გამო ვერ მივიდა. მსოფლიო ლიდერებმა კი, 25 წლისთავთან დაკავშირებით საკუთარი განცხადებები ონლაინ გაავრცელეს.

 

1995 წლის ივლისში, ბოსნიელი სერბების სამხედრო ჯგუფებმა სრებრენიცაში რვა ათასი მამაკაცი და ბიჭი მოკლეს. 1993 წელს სრებრენიცა გაერო-ს მიერ „უსაფრთხო ზონად“ იყო გამოცხადებული და ტერიტორიას ნიდერლანდების სამშვიდობოები იცავდნენ.

 

სერბულ ძალებს გენერალი რადკო მლადიჩი ხელმძღვანელობდა, რომელსაც გაერო-ს სასამართლომ 2019 წელს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner