logo_geo
eng_logo
ალექსანდრ ვუჩიჩი: ქვეყანაში მიმდინარე ძალადობრივი საპროტესტო აქციების უკან ოპოზიციური ძალები დგანან
- +

11 ივლისი. 2020. 18:57

 

 

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი აცხადებს, რომ ქვეყანაში მიმდინარე ძალადობრივი საპროტესტო აქციების უკან ოპოზიციური ძალები დგანან.

 

ალექსანდრ ვუჩიჩის თქმით, საპროტესტო აქციები მისი ოპონენტების დაგეგმილია და თუ დემონსტრაციები კიდევ გაგრძელდა, ქვეყანაში COVID-19-ის შეჩერება უფრო რთული გახდება.

 

„პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ძალადობრივი მეთოდები აირჩიეს, რადგან ჩემს ოპონენტებს მათთვის არაფრის შეთავაზება არ შეუძლიათ“, – განაცხადა ვუჩიჩმა.

 

„როიტერის“ ინფორმაციით, სერბეთი პირველი ქვეყანაა ევროპაში, რომელმაც არჩევნები პანდემიის პირობებში ჩაატარა.

 

რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა, რადგან მათი თქმით, სერბეთის პრეზიდენტის მიერ მედიაზე სრული კონტროლის ფონზე, ოპოზიციური პარტიების წინასაარჩევნო კამპანიები საკმარისად არ გააშუქეს. ვუჩიჩი ამ ბრალდებებს უარყოფს.

 

სერბეთში მოქალაქეები კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის პოლიტიკას აპროტესტებენ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner