საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი 19 წლის გიორგგი შაქარაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით წერს:
„ანგელოზივით ბავშვის- მკვლელ(ებ)ი და დამფარავები ხართ, ბო..ბი! არ წერია თქვენი საქციელი ადამიანურში, კაცურში, სპორტულში, ქურდულში, ქალაქურში…
მაგრად შეგეშალათ და თუ სპორტსმენები ხართ დამნაშავე ან დამფარავი – აგერ შემომახვიეთ თქვენი მედლები.
თქვენ რა ოჯახი უნდა შექმნათ ბიჭო?! ან ვინ შეგიშვებთ სიძედ ოჯახში, ამხელა ,,გრუზით,, როგორ უნდა იცხოვროთ თქვე ხისგან გამოთლილო ,,ტუპიაკებო,,
სად გაიზარდეთ, რომელ სოციუმში ან ვინ გაგზარდათ ასე უჯიგრო საქონლები!!! ფუი თქვენ კაცობას, ქართველობას, ადამიანობას!”– წერს ოთარ ჩრდილელი.