logo_geo
eng_logo
კახა კუჭავა: თანამშრომლობა, რომელიც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან არის აღიარებული, არის ძალიან მაღალ დონეზე
- +

11 ივლისი. 2020. 22:22

 

 

მე დარწმუნებული ვარ საბოლოო ასახვა არასოდეს ექნება იმას, რომ აშშ-ის დახმარება 15 პროცენტით შემცირდეს, რადგან ის თანამშრომლობა, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდანაც კი არის აღარებული,  არის ძალიან მაღალ დონეზე და ის წარმატებები, რომელსაც ვაღწევთ ჩვენი ქვეყნები ერთმანეთთან თანამშრომლობის კუთხით , პირდაპირი და ლოგიკური გაგრძელებაა იმისა, თუ რასაც ვიღებთ ამ ბოლო წლების განმავლობაში და დარწმუნებული ვარ ასეც გაგრძელდება“,- ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

 კახა კუჭავას განცხადებით, ინფორმაცია. რომელსაც ოპოზიცია მოსახლეობას აწვდის აშშ-ის კონგრესის ასიგნებების კომიტეტის გადაწყვეტილების შესახებ, არასწორია. მისივე თქმით,  ეს არ არის კანონპროექტის შინაარსი. ვიცე სპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს საინტერესო და ამბიციური გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს  ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, დემოკრატიის კიდევ უფრო გამყარება, პროდასავლური, ევროინტეგრაციისკენ სვლა და ქვეყანა ამ გეგმას მიყვება წარმატებით.

 

 

 

საქართველოს აქვს ძალიან საინტერესო, ძალიან ამბიციური გეგმა, თუ როგორ ვახდენთ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, დემოკრატიის კიდევ უფრო გამყარებას, პროდასავლური, ევროინტეგრაციისკენ სვლას, რომელიც არის საკმაოდ გრძელვადიანი პერიოდი და ჩვენ ამას მივყვებით საკმაოდ წარმატებით. იყო ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, იყო ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება, თავისუფალი მიმოსვლის რეჟიმი. ეს არის დამსახურება იმ ყველაფრისთვის, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ ამ გზაზე. ზუსტად ეს პროცესს ცდილობენ აღწერონ კანონპროექტის ენაზე, რომ შემდგომ ჩვენ მოვახდინოთ ბრძოლა ამ სამი კონკრეტული მიმართულებით, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტები, კორუფციასთან ბრძოლა თუ კერძო სექტორის თავისუფლება.

 

ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რამხელა მიღწევები გვაქვს ამ კუთხით. არ ვგულისხმობ მხოლოდ კორუფციასთან ბრძოლას, მაგალითები სახეზეა. და ჩვენ მზად ვართ დამატებითი რეფორმების ნაწილი, რომელიც ამერიკელ პარტნიორებთან ერთად მუშავდება, გავატაროთ და კიდევ უფრო ეფექტიანი გავხადოთ ჩვენი სახელმწიფოს ბრძოლა კორუფციასთან.

 

რეიტინგებიც რომ ავიღოთ, ჩვენ ძალიან ბაევრ ქვეყანას ვუსწრებთ, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ არის ის სასურველი შედეგი და გვინდა ყველაფერში მაქსიმალურად ვიყოთ მიახლოებული პირველობასთან და ამიტომ არის ის ნაბიჯები გადასადგმელი, რომელიც აუცილებელია შემდგომ შეფასდეს სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან.

 

 ჩვენ ვიღწვით იმისთვის, რომ კიდევ უფრო ფართო და მჭიდრო გახდეს ეს თანამშრომლობა. ამერიკაში ჩვენი საელჩო ამ პროცესში ჩართულია არა მარტო ახლა, არამედ თვეების განმავლობაში და შესაბამისად ექნება მცდელობა, რომ დავაჯეროთ იმაში, რომ არ არის საჭიროება რომ ეს მუხლი არსებობდეს და სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერის მოლოდინი ამ კუთხით გვაქვს, რადგან ის ბოლოდროინდელი განცხადებები, მათი ოფიციალური პოზიცია, რომელსაც ჩვენ ვისმენთ, პირდაპირ უსვამს ხაზს, თუ რამდენად ვიმსახურებთ ჩვენ მათ მხარდაჭერას“,-განაცხადა კახა კუჭავამ.​

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner