logo_geo
eng_logo
კახა ბექაური: კომპანიების უკმაყოფილების მიზეზი სატელეკომუნიკაციო ბაზრის ლიბერალიზაციის მიზნით მიღებული გადაწყვეტილებებია
- +

11 ივლისი. 2020. 22:54

 

 

“კომპანიების გაბრაზების საფუძვლები შეიძლება უფრო ღრმა იყოს, ვიდრე - ეს კანონპროექტი. ჩვენ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, აქტიურ ცვლილებებს ვახორციელებთ ტელესაკომუნიკაციო ბაზარზე და ეს მოსახლეობამ და მედიამ კარგად იცის,“ - აღნიშნული განცხადება კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ დარგობრივ კომიტეტში სატელეკომუნიკაციო ოპერატორებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. კახა ბექაური აცხადებს, რომ სატელეკომუნიკაციო კომპანიების წარმომადგენლების უკმაყოფილების მიზეზი მხოლოდ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” კანონში ცვლილებები ვერ იქნება, ვინაიდან ეს უფრო მსუბუქი მექანიზმია იმასთან შედარებით, რაც დღეს კომუნიკაციების კომისიას უკვე აქვს. მათი უკმაყოფილება უფრო ღრმა არის და ის კომუნიკაციების კომისიის მიერ ბოლო წლებში მომხარებლების უფლებების დაცვისა და სატელეკომუნიკაციო ბაზრის ლიბერალიზაციის მიზნით მიღებულ გადაწყვეტილებებს უკავშირდება.

 

 

„კომუნიკაციების კომისიამ ბოლო წლების განმავლობაში, ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო, მობილური და ფიქსირებული საბითუმო ბაზრის ლიბერალიზაცია გავაკეთეთ, დაშვების ტარიფები შემოვიღეთ LღIჩ-ის მოდელით, მობილური კომუნიკაციის ბაზარზე ურთიერთ-ჩართვის ტარიფები შევამცირეთ 11 თეთრიდან 2.5 თეთრამდე, მობილური და ფიქსირებული მომსახურებისთვის საბითუმო ინტერნეტის ფასი შევამცირეთ 32 ლარიდან 9 ლარამდე, შარშან მივიღეთ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მობილური კომუნიკაციების კომპანიებმა ვირტუალური ოპერატორები უნდა დაუშვან თავიანთ ქსელზე. ანუ ჩვეულებრივი შპს-ს გაკეთება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს და თუ უნდა საკომუნიკაციო ბიზნესში შევიდეს, უკვე აღარ იქნება ბარიერები, მას აღარ დასჭირდება ლიცენზია, აღარ დასჭირდება დიდი ინვესტიციები ქსელში. ეს ცვლილებები კომპანიებთან იყო რა თქმა უნდა გავლილი, თუმცა მას დღესაც ეწინააღმდეგებიან, მათ დაგროვილი აქვთ ეს გადაწყვეტილებები, რომლებიც რა თქმა უნდა წინააღმდეგობას ბადებს და შესაბამისად, გუშინდელი წინააღმდეგობა არ იყო მარტო ამ კანონპროექტის გამო,” - განაცხადა კახა ბექაურმა დარგობრივი კომიტეტისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner