„პროკურატურის დასკვნაში ორი აზრი არ არსებობს", - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების" ლიდერი გიორგი ვოლკი ეროსი კიწმარიშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურის დღევანდელ განცხადებას.
,,არსებულ მასალებს დიდ ხნის განმავლობაში სწავლობდნენ. ძალიან გული მწყდება, რომ ეს ადამიანი ცოცხალი აღარ არის. ამასთან დაკავშირებით, მე არ მგონია, რომ პოლიტიკოსები უფრო კომპეტენტურნი არიან, ვიდრე პროკურატურა", - განაცხადა ვოლსკიმ.
დღეს საქართველოს პროკურატურამ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტზე ძიება დაასრულა. პროკურატურის განცხადებით, კიწმარიშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.