ჟურნალისტი პაატა ნაცვლიშვილი ტარიელ ჭანტურიას იუბილეს ულოცავს.
„გურამ თიკანაძის მიერ გადაღებულ ამ ფოტოს მრავალი წლის წინათ მივაკვლიე მის არქივში. ნეგატივი კარგად იყო შენახული. პირველად იგი დაიბეჭდა გურამ თიკანაძის ალბომში „100 ფოტოსურათი“, რომელიც გურამის დედასთან, ტატიანა თიკანაძესთან და ვახტანგ რურუასთან ერთად შევადგინე და რომელიც 1987 წელს გამოსცა „ხელოვნებამ“.
წიგნის კომენტარების მომზადებისას დავადგინე, რომ ფოტო გადაღებულია 1961 წელს, ჟურნალ „ცისკრის“ რედაქციის ეზოში. ამ ფოტოზე აღბეჭდილი ახალგაზრდა კაცი მაშინ 28 წლისა იყო. დღეს იგი 88 წლისა გახდა.
ეს ტარიელ ჭანტურიაა – ქართული პოეზიის ნამდვილი ტარიელი! 100 წლისა ის კიდევ უფრო ტარიელი იქნება!
გილოცავ, დიდო ბატონო ტარიელ! 88 კი არა, 100 წელიც არაფერია თქვენთვის!“- წერს ნაცვლიშვილი.