logo_geo
eng_logo
კახა კუჭავა: აშშ-ში ჩვენი ძლიერი გუნდი გვყავს, რომელსაც ახლო ურთერთობა აქვს კონგრესთან
- +

12 ივლისი. 2020. 02:03

 

 

ჩვენ აშშ-ის გვყავს ძლიერი გუნდი ელჩის ხელმძღვანელობით, რომელიც თვეების განმავლობაში მუშაობს ამ საკითხებთან დაკავშირებით, თუნდაც ის რომ უნდა გაიზარდოს თანხები და თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავიდეთ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, როგორც კი დაიწყება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილ კანონპროექტზე მუშაობა საქართველოს საელჩო აშშ-ში ამ პროცესში ჩართული იქნება. იქნება მცდელობა რომ ყველა დავაჯეროთ, რომ არაა საჭიროება ეს მუხლი არსებობდეს და სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერის იმედი ამ კუთხით გვაქვს, რადგან იმ ბოლო განცხადებებით და მათი პოზიციიდან ჩანს, რომ ჩვენ ვიმსახურებთ მხარდაჭერას.

 

ჩვენს საელჩოს ახლო ურთიერთობა აქვს სახელმწიფო დეპარტამენტთან, კონგრესთან, სენატთან. ჩვენ ვაწვდით იმ ინფორმაციას, რომელიც ჩვენი მხრიდან უნდა იყოს მიწოდებული და საბოლოოდ ვიღებთ იმ შედეგს, რომელიც ჩვენი ქვეყნების ურთიერთობაზე აისახება ძალიან მაღალი დონის განცხადებებში რომელსაც ვისმენთ“, - აღნიშნა კახა კუჭავამ.

 

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტმა კანონპროექტი წარადგინა, რომელშიც 2021 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების დაფინანსების პრიორიტეტებზეა საუბარი.

 

დოკუმენტში ასევეა საუბარი საქართველოსთვის გასაწევ დახმარებაზე. კერძოდ, კანონპროექტში გაწერილია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 დოლარს მიიღებს.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner