„გიორგი გახარია უნდა იყოს სიის პირველი ნომერი. ორთქლმავალი გახარია უნდა იყოს!“, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ განაცხადა.
მაია ნიკოლეიშვლის განცხადებით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი გიორგი გახარია უნდა იყოს. მისი თქმით, გიორგი გახარია საუკეთესო კრიზის-მენეჯერი აღმოჩნდა.
„გიორგი გახარია უნდა იყოს სიის პირველი ნომერი. ორთქლმავალი გახარია უნდა იყოს! გახარიას უნდა მიეცეს გასაქანი. მან საოცრება შეძლო! საქართველოს რომ პანდემიას წარმატებით გაუმკლავდა, მისი დამსახურებაა. კოვიდმა რამის დედამიწა შესძრა, საქართველოში კი ბევრი იმასაც კითხულობს - მართლა არსებობს კორონავირუსიო? მან ძალიან კარგად წარმართა კრიზისი.
დარწმუნებული ვარ, გიორგი გახარია კარგად ხვდება იმასაც, თუ რამხელა კრიზისი შეიძლება შეიქმნას „ნაციონალების“ მხრიდან არჩევნების წინ და შემდგომ, მაგრამ ხელისუფლებამ მისი მეთაურობით ისწავლა, როგორ იაროს დანაღმულ მინდორზე. იმედი მაქვს, ამასაც წარმატებით გაუმკლავდება და აგვაშორებს მორიგი ავადმყოფური გადატრიალების მცდელობას!“ - განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.