logo_geo
eng_logo
გიორგი მღებრიშვილი მოქალაქეებს მიმართავს
- +

22 ივნისი. 2016. 15:24



საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს, ჩასაფრებულის პოზიციიდან დაკვირვების ნაცვლად, შესაძლო დანაშაულის შესახებ სამართალდამცავებს შეატყობინონ. ამის შესახებ გიორგი მღებრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ე.წ. კანონიერი ქურდის, დავით გერლიანის დაკავების შესახებ ისაუბრა.


„მოქალაქეებს მოვუწოდებ, სოციალურ ქსელებში დანაშაულის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და ჩასაფრებულის პოზიციიდან დაკვირვებას, თუ რას მოიმოქმედებს პოლიცია, ვფიქრობ, აჯობებს, რომ ყველამ მოიხადოს თავისი მოქალაქეობრივი ვალი და შეატყობინოს სამართალდამცავ უწყებებს შესაძლო დანაშაულის შესახებ.

 

ჩვენ, პოლიცია, უფრო ეფექტურად, უფრო ხარისხიანად და უფრო ოპერატიულად შევძლებთ რეაგირებას.

ეს არის დასავლური სტანდარტი, სტანდარტი, რომლისკენაც ჩვენ ყველა მივდივართ", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner