logo_geo
eng_logo
ზვიად ძიძიგური: საარჩევნო დარღვევისთის დასჯილი ადამიანი მე ჯერ არ მახსოვს
- +

22 ივნისი. 2016. 15:27



კონსერვატიული პარტიის" ლიდერი ზვიად ძიძიგურის განცხადებით, წინასაარჩევნოდ პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსის მიღება უფრო კვალიფიციურს გახდის საარჩევნო პროცესს. როგორც ძიძგურმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა,  ევროპაში არჩევნები ისე ტარდება ამას ვერავინ გებულობს.


,,როცა არჩევნები  სიძულვილის ენით ტარდებოდა,  ეს თემა ვფირქობ უკვე ჩავლილია. საქართველო გადავიდა სხვა პოლიტკური კულტურის რეჟიმში. ამიტომ თუ ქცევის კოდექსზე, ეთიკურ კოდექსზე პარტიები შეთანხმდებიან და იქნება საერთო კოდექსი, ამასთან დაკავშირებით მხოლოდ უფრო მეტად კვალიფიციურს და მშვიდს გახდის საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს.

 

ევროპაში ისე ტარდება არჩევნები, ვერც გაიგებთ წინასაარჩევნო კამპანია რომ არის. ვფიქრობ, საქართველოშიც სწორედ ასეთი არჩევნები უნდა ჩავატაროთ",- განაცხადა ძიძიგურმა.


ზვიად ძიძიგური იუსტიციის სამინისტროს ინიციატივას ეხმიანება, რომელიც ძალადობის პრევენციას არჩევნების პერიოდში ეხება.


ძიძიგურის თქმით, "კონსერვატიული პარტია" სამინისტროს ინიციატივას მხარს უჭერს.


,,ინიციატივა, რომელიც აქვს იუსტიციის სამინისტროს შემოტანილი, აუცილებლად იქნება პარლამენტის კედლებში განსჯის საგანი. ისეთი ცვლილებები უნდა შევიტანოთ, რომ არავითარი ეჭვი არ დარჩეს, რომ რაიმე ძლადობას ექნება ადგილი ამომრჩეველზე. სასჯელის გამკაცრებას საარჩევნო დანაშაულისათვის ვეთანხმებით კონსერვატორები, გამომდინარე იქიდან, რომ 25 წელზე მეტია ვმონაწილეობ მე პირადად არჩევნებში და საარჩევნო დარღვევისთის დასჯილი ადამიანი არ მახსოვს. საარჩევნო დარღვევა არის ძალიან სერიზოული დარჩვევა. ეს არის ის, რომ მოიპარო ადმიანის ხმა, ამა თუ იმ ფორმით, პირდაპირ თუ ირიბად", -განაცხადა ზვიად ძიძგურმა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner