მესტიის მუნიციპალიტეტში, მესტია-უშგულის გზაზე ავტომობილი მდინარე მულხურაში გადავარდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური. მათ მდინარიდან მანქანა ამოიყვანეს, თუმცა მძღოლს ამ დრომდე ეძებენ.
შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.