რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, ხარმა მცირეწლოვან ბავშვებს დაზიანება მიაყენა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველებმა განუცხადეს, ხარი მწყემსს მინდვრიდან გამოექცა, დასახლებულ პუნქტში ბერიტაშვილის ქუჩაზე სათამაშო მოედანზე მყოფ ბავშვებს გამოეკიდა და დაზიანება მიაყენა. 4 წლის ბავშვს დაზიანებები აქვს სახის არეში, ასევე ზედაპირული დაზიანებები აქვს ფეხის არეში. მსუბუქი ზედაპირული დაზიანებები აქვს კიდევ ერთ მცირეწლოვანს, რომელსაც ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდა.
ბერიტაშვილის ქუჩაზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.