logo_geo
eng_logo
მამაკაცი, რომელიც ცხელების ცენტრიდან გაიქცა სამართალდამცველებმა საკარანტინო სივრცეში დააბრუნეს
- +

12 ივლისი. 2020. 22:00

 

 

მამაკაცი, რომელიც რუსთავის ცხელების ცენტრიდან გაიქცა, სამართალდამცველებმა იპოვეს და საკარანტინო სივრცეში დააბრუნეს. მამაკაცს სანქციის სახით ჯარიმის გადახდა მოუწევს.

 

ცნობისთვის, რუსთავის ცხელების ცენტრიდან პაციენტი ფანჯრიდან გადახტა და გაიქცა. როგორც "რუსთავი 2"-თან საუბრისას რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმმა აღნიშნა, ოთხი დღის წინ მოსკოვიდან ჩამოსული მოქალაქე სავალდებულო კარანტინიდან კლინიკაში გუშინ გადაიყვანეს.

 

ექიმის ინფორმაციითვე, პაციენტის "კოვიდ-19-ის" ანალიზის პასუხი ამ ეტაპისთვის უარყოფითი იყო.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner