მამაკაცი, რომელიც რუსთავის ცხელების ცენტრიდან გაიქცა, სამართალდამცველებმა იპოვეს და საკარანტინო სივრცეში დააბრუნეს. მამაკაცს სანქციის სახით ჯარიმის გადახდა მოუწევს.
ცნობისთვის, რუსთავის ცხელების ცენტრიდან პაციენტი ფანჯრიდან გადახტა და გაიქცა. როგორც "რუსთავი 2"-თან საუბრისას რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმმა აღნიშნა, ოთხი დღის წინ მოსკოვიდან ჩამოსული მოქალაქე სავალდებულო კარანტინიდან კლინიკაში გუშინ გადაიყვანეს.
ექიმის ინფორმაციითვე, პაციენტის "კოვიდ-19-ის" ანალიზის პასუხი ამ ეტაპისთვის უარყოფითი იყო.