logo_geo
eng_logo
ირაკლი ბერაია: ქართულ-ამერიკული ურთიერთობები დღეს უპრეცენდენტოდ მაღალ ნიშნულზეა
- +

13 ივლისი. 2020. 01:42

 

 

 

ქართულ-ამერიკული ურთიერთობები დღეს უპრეცენდენტოდ მაღალ ნიშნულზეა, როგორც მასშტაბებით, ასევე ხარისხობრივი თვალსაზრისით, სტრატეგიული პარტნიორობით განსაზღვრული ყველა მიმართულებით, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ „იმედის კვირას“ განუცხადა.

 

მისი თქმით, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები განსაკუთრებით მაღალ ნიშნულზეა პოლიტიკურ სფეროში, რაც ორპარტიულ მტკიცე მხარდაჭერას მოიცავს.

 

თავდაცვის სფეროში ეს მოიცავს ორმხრივ სამხედრო კონსულტაციებს, მოიცავს უპრეცენდენტო მასშტაბის სამხედრო დახმარებებს, მათ შორის უსაფრთხოების ჩარჩო შეთანხმებებს. ასევე გამოვყოფდი თანამშრომლობას განსაკუთრებით პოლიტიკურ სფეროში, რაც მოიცავს ორპარტიულ მტკიცე მხარდაჭერას და ეს ასახულია არაერთ სამართლებრივ აქტში. ასევე უმნიშვნელოვანესია თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში. ამერიკის უცხოური ინვესტიციები საქართველოში 2019 წელს აღემატებოდა 100 მილიონ დოლარს და წინა წლებში ჩვენ ასევე სტაბილურად მზარდი დინამიკა გვქონდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების“ - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner