აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონის 4 ოლქში ე.წ. არჩევნები ტარდება.
რუსული მედიის ინფორმაციით, ადგილობრივი მოსახლეობა დეფაქტო პარლამენტის 4 დეპუტატს ირჩევს. ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვადამდელი არჩევნები მას შემდეგ დანიშნა, რაც საკანონმდებლო ორგანოში მანდატები გათავისუფლდა.
პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მანდატი დატოვა ასლან ბჟანიამ.
სადეპუტატო მანდატის დატოვება მოუხდათ ალექსანდრ ანქვაბს, დიმიტრი დბარსა და იური ხაგუშსაც.
ანქვაბი ამჟამად ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებს, დბარი შსს მინისტრია, ხაგუში კი- გაგრის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.