logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი განმართავს, თუ რატომ არის სავალდებულო საზღვარგარეთიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეებისთვის კარანტინში განთავსება
- +

13 ივლისი. 2020. 02:59

 

 

 

დარეგისტრირდება ის აპლიკაცია, რომელსაც ტურისტები შეავსებენ და ჩვენ გვექნება ზუსტი აღრიცხვა, როგორ შეიძლება ამ ადამიანებთან დაკავშირება და კომუნიკაცია. 112-ექნება შესაძლებლობა, რომ მათ დაუკავშირდეს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „იმედის კვირას“ განუცხადა.

 

მისი თქმით, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში ბრუნდებიან იმიტომ უწევთ კარანტინში განთავსება, მათ ბევრ ადამიანებთან აქვთ ურთიერთოობა.

 

თუკი იქნება განგაში, რომ ტურისტს აქვს სიმპტომები, შემდგომ 112-იდან ბუნებრივია გადამისამართება მოხდება შესაბამის სამედიცინო სამსახურთან, რომ მყისიერი რეაგირება მოხდეს ამა თუ იმ ქვეყნის მოქალაქეზე. რაც შეეხებათ ჩვენ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში ბრუნდებიან. მათ უწევთ კარანტინში განთავსება, რადგან მათ აქვთ ურთიერთობა დიდი რაოდენობის ადამიანებთან, ვიდრე ვთქვათ უცხოელ ტურისტს, რომელიც შემოდის და გარკვეული მარშრუტით მოძრაობს და ასე თუ ისე, კონტროლირებადია მისი გადაადგილება“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner