„გიორგი გახარია, საარჩევნო თვალსაზრისით, „ქართული ოცნებისთვის“ ახალი სახეა, „ნაცმოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოში“ კი 2012 წლის შემდეგ არცერთი კუთხით განახლება არ მომხდარა,“ - ამის შესახებ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ განაცხადა.
რამაზ საყვარელიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველთა რაოდენობა გაიზრდება და არჩევნებს დამაჯერებლად მოიგებს.
„გიორგი გახარია, საარჩევნო თვალსაზრისით, „ქართული ოცნებისთვის“ ახალი სახეა, „ნაცმოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოში“ კი 2012 წლის შემდეგ არცერთი კუთხით განახლება არ მომხდარა. შესაბამისად, „ნაცებსა“ და ბოკერიას ჯგუფს ამომრჩეველი არ უნდა მომატებოდათ, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველთა რაოდენობა კი, დიდი ალბათობით, გაიზრდება.
მართალია, ოპოზიცია არჩევნების შედეგს არ აღიარებს და საპროტესტო ტალღის აგორებას ეცდება, მაგრამ ხალხის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, რადგან მოსახლეობა არაფრით შეუერთდება პროტესტს, რომლის დირიჟორიც „ნაციონალური მოძრაობაა!“ - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.