logo_geo
eng_logo
ელიზბარ ჯაველიძე: ვინ დაიჯერებს, რომ ორთაჭალის ციხეში პატიმრების ჩამცხრილავ ბოკერიას სტკივა შაქარაშვილი?!
- +

13 ივლისი. 2020. 12:21

 

 

„სააკაშვილი და მისი ბანდა ყველა საკადრებელი თუ უკადრებელი ფორმით ეცდება, გიორგი შაქარაშვილის ტრაგედიაზე ხელი მოითბოს, სიტუაცია დაძაბოს და შემდეგ მღვრიე წყალში თევზიც დაიჭიროს!“ - ამის შესახებ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ აკადემიკოსმა ელიზბარ ჯაველიძემ განაცხადა.

 

ელიზბარ ჯაველიძის განცხადებით, ოპოზიცია ეცდება, გიორგი შაქარაშვილის ტრაგედია სათავისოდ გამოიყენოს.

 

„სააკაშვილი და მისი ბანდა ყველა საკადრებელი თუ უკადრებელი ფორმით ეცდება, გიორგი შაქარაშვილის ტრაგედიაზე ხელი მოითბოს, სიტუაცია დაძაბოს და შემდეგ მღვრიე წყალში თევზიც დაიჭიროს!

 

ჩემთვის ყველაზე ამაზრზენი ის არის, რომ მშვენივრად ვიცი: ამ მკვლელებსა და მწამებლებს, ახლა გიორგი შაქარაშვილზე „ნიანგის ცრემლებს“ რომ აღვარღვარებენ, სულაც არ აინტერესებთ ეს უბედური ბიჭი და მისი ოჯახის ტრაგედია!

 

აბა, რომელი ნორმალური დაიჯერებს, რომ ორთაჭალის ციხეში პატიმრების ჩამცხრილავ ბოკერიას სტკივა შაქარაშვილი?! თბილისი პატარა ქალაქია და ბევრმა იცის, რომ ეს ჩვენი გიგა ბავშვობიდანვე კრიმინალური მიდრეკილებების ორფეხი იყო!“ - განაცხადა ელიზბარ ჯაველიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner