რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 537 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 733 699-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე განცხადებით, კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 104 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა 11 439-ს მიაღწია.
ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში COVID-19-სგან 504 021 პაციენტი განიკურნა, აქედან 2 960 - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში.
ცნობისთვის, კოვიდინფიცირებულების რაოდენობით რუსეთი მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-ის, ბრაზილიისა და ინდოეთის შემდეგ.