logo_geo
eng_logo
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერი აცხადებს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სროლები განახლდა
- +

13 ივლისი. 2020. 12:28

 

 

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, შუშან სტეპანიანმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ცეცხლის ხელახლა გახსნა „ფეისბუქის“ მეშვეობით დაადასტურა.

 

„2-3-საათიანი სიმშვიდის შემდეგ, დილით პროვოკაციული ქმედებები ისევ განახლდა, დაიწყო სროლა სომხეთის სამხედრო ძალების საგუშაგოების მიმართულებით. ჩვენმა სამხედრო ძალებმა შესაბამისი რეაგირება მოახდინეს. არ არის გამორიცხული, მოწინააღმდეგე მხარეს დაღუპულთა რიცხვი გაიზარდოს“, – წერს სტეპანიანი.

 

ამასთან, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერის ინფორმაციით, აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე სროლისას ორი სომეხი პოლიციელი დაიჭრა.

 

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირება გუშინ დაიწყო. აზერბაიჯანული მხარე სამი სამხედროს დაღუპვას ადასტურებს. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო კი აცხადებს, რომ დანაკარგი არ აქვთ.

 

ამასთან, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა დღეს განცხადებები გაავრცელეს, სადაც ცეცხლის გახსნაში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner